LucaPolare

შემოუერთი ლუკა პოლარეს გუნდს !

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" (შპს. "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ") აცხადებს ვაკანსიას სერვისის ასისტენტის თანამდებობაზე თბილისში და სამუშაოდ იწვევს ენერგიულ ახალგაზრდებს.

სამუშაო პირობები:

** სერვისის ასისტენტები იმუშავებენ "ლუკა პოლარეს" კაფე-სანაყინეებში და ურთიერთობა ექნებათ მომხმარებლებთან.
** ასისტენტები იმუშავებენ დილის ან საღამოს ცვლებში, მენეჯერთან შეთანხმებით.
** შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მოქნილი გრაფიკით მუშაობა.
** გვიან მუშაობის შემთხვევაში თანამშრომელთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

სერვისის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები:

** კაფე- სანაყინის გაღება-დაკეტვა,
** კაფე-სანაყინის მოწესრიგება და სისუფთავის შენარჩუნება.
** პროდუქტების მიღება-ჩაბარება და ვიტრინაში განთავსება.
** გაყიდვების პროგრამასთან, სალაროსთან და ტერმინალთან მუშაობა.
** გვიან ღამით ან ადრე დილით მუშაობა განრიგის მიხედვით.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ენერგიული და შრომისმოყვარე.
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, მეგობრული.
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შერჩევისას კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, ხოლო მიღებულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ხუთ დღიანი ტრენინგი.

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" (შპს "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ") აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის ასისტენტის თანამდებობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამაცივრე, კონდიცირების და ელექტრო ტექნიკური სისტემების გეგმიური შემოწმების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების დროულად აღმოფხვრისათვის უფროსი ტექნიკოსის მხარდაჭერა.
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით (სასურველია).
** მართვის მოწმობა B კატეგორია.
** ენერგიული, ორგანიზებული და შრომისმოყვარე.
** სასურველია საყინულე მაცივრების და კონდიციონერების მონტაჟი, შეკეთება-მოვლის გამოცდილება და ასევე ელექტრო-სადიაგნოსტიკო მოწყობილობების გამოყენების წესების ცოდნა.
** არა სავალდებულო მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სწავლება მოხდება ადგილზე).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.

შპს "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ", კაფე-სანაყინეების ქსელ "ლუკა პოლარე"- ს ნაყინის წარმოებას ესაჭიროება საშუალო ასაკის ქალბატონები ნაყინის სპეციალისტის და დამხმარეს პოზიციაზე.

მუშაობის გრაფიკი: ცვლებში

მოთხოვნები:

** გამოცდილება პროდუქტების წარმოების სფეროში
** ხელმარჯვე სამზარეულოში, ცხობაში
** არამწეველი
** ჰიგიენური და მოწესრიგებული
** პატიოსნება, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, კომუნიკაბელობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.